logo_geo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენ გავაძლიერეთ დიპლომატიური ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულება
- +

17 ოქტომბერი. 2023. 13:22

 

 

საქართველოს ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენ გავაძლიერეთ დიპლომატიური ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულება“- ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

თალაკვაძემ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული საერთაშორისო დონის ვიზიტები გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად კარგი განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლების მხრიდან. 

 

მისივე თქმით, "ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელიც მოჰყვა ჩვენს საერთაშორისო ვიზიტებს".

 

გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებული საერთაშორისო ვიზიტები და შეხვედრები ჩაატარეს, ჩვენს ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციები და მაღალი დონის ევროპელი პოლიტიკოსები მოვიწვიეთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტარები. ამან კონკრეტული შედეგები გამოიღო. გაკეთდა, როგორც საქართველოს პირდაპირ მხარდამჭერი განცხადებები. გავიხსენებდი, როდესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე გახლდათ საერთაშორისო ფორუმზე, თუ როგორი განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა, ბატონმა შოლცმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრების შემდეგ, გვახსოვს სპიკერების განცხადებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელიც მოჰყვა ჩვენს საერთაშორისო ვიზიტებს, ჩვენს საერთაშორისო აქტივობას“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი