logo_geo
გიორგი ვოლსკი: ოპონენტების გეგმაა ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, რათა ქვეყანა მეორე ფრონტისკენ წაიყვანონ
- +

17 ოქტომბერი. 2023. 18:36

 

 

ოპონენტების გეგმაა ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, რათა ქვეყანა მეორე ფრონტისკენ წაიყვანონ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

ახლახან გამოვედი სხდომიდან, სადაც თავდაცვის მინისტრმა საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია წარადგინა. ჩვენ მზად ვართ და საკმაოდ ღირსეულად გვიჭირავს თავი, თუკი ეს აუცილებელი გახდება, რასაკვირველია ძალაც გაგვაჩნია რათა მომხდური შევაკავოთ, მაგრამ ქვეყანას მცირე რესურსი აქვს, რათა დიდ ბრძოლებში ჩაერთოს რისკენაც მოგვიწოდებდა ზელენსკიდან დაწყებული, სალომე ზურაბიშვილით დამთავრებული. რატომ არ ვცემ ოპონენტებს პატივს, არ ვცემ იმიტომ, რომ ამის უკან სხვა სცენარია, სხვა გეგმაა, - ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, იმისთვის რომ ქვეყანა მეორე ფრონტისკენ წაიყვანონ. პირველი მიტინგიდან და ქმედებიდან დაწყებული რაც ჩვენ ვიხილეთ უკრაინელი მოკავშირეების ან „ნაცმოძრაობის“ მხრიდან [ეს იყო]. ელჩი გაიწვიეს წარმოიდგინეთ იმიტომ, რომ ჩვენ ორგანიზება არ გავუკეთეთეთ სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბებას და იმ ჩარტერული რეისებით გაგზავნას, თუნდაც მოხალისეების, ან სამხედრო ეკიპირების, ან ტყვია-წამლის. ჩვენ ხომ ვიხილეთ განცხადებები, რომ ეს არის ფანჯარა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. გავაკეთოთ ანალიზი - რა დავაშავეთ იმის ფასი, რომ კანდიდატობა არ მოგვცეს, როდესაც დსთ-წევრ მოლდოვას მისცეს, როდესაც კორუფციის იმ პირობებში მყოფ უკრაინას მისცეს [სტატუსი]. რასაკვირველია მოლდოველ და უკრაინელ ხალხს წარმატებას და უსაფრთხოებას ვუსურვებ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი