logo_geo
რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალურად გაფორმდება, რომ არის ნაცების პრეზიდენტი
- +

18 ოქტომბერი. 2023. 12:09

 

 

სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალურად გაფორმდება, რომ არის ნაცების პრეზიდენტი”, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისივე შეფასებით, პრეზიდენტი ხელს უშლის და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას.

 

სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალურად გაფორმდება, რომ არის ნაცების პრეზიდენტი. როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცესი, მას მოუწევს ძალიან მძიმე ტვირთის ტარება, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი, რომ ის უმადურად ეპყრობა საკუთარ ამომრჩეველს. ასევე, ის ხელს უშლის და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას.

 

რაც შეეხება ოპოზიციასთან მის თანამშრომლობის ნაწილს, ფაქტია, რომ ისინი კოორდინირებულად მუშაობენ”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი