logo_geo
ვახტანგ გომელაური ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა
- +

18 ოქტომბერი. 2023. 17:25

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - ჰადას მეიცადს შეხვდა.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ისრაელის ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწოდა დეტალური და განახლებული ინფორმაცია ისრაელში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

ვახტანგ გომელაურმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში დაღუპულთა გამო და ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე გმობს ისრაელსა და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.

 

შეხვედრის დასასრულს ჰადას მეიცადმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის.

 

 

big_banner
არქივი