logo_geo
ირაკლი კობახიძე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრია არჩეული და ქვეყანას ლეგიტიმურად დაკომპლექტებული საბჭო ჰყავს
- +

19 ოქტომბერი. 2023. 14:50

 

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრია არჩეული და ქვეყანას ლეგიტიმურად დაკომპლექტებული საბჭო ჰყავს“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მან ასევე კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილის, გოგა კიკალიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრად არჩევაზე.

 

ფაქტი ჯიუტია - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრია არჩეული. თქვენ გახსოვთ, რადიკალური ოპოზიცია სახალხო დამცველსაც უწონებდა ლეგიტიმაციას ისევე, როგორ სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური სახალხო დამცველი. ასევე ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმურად დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შვილის (გოგა კიკალიშვილის) არჩევას, ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვქონდა. მან საბუთები შემოიტანა ბევრად ადრე, ჯერ კიდევ ადრე, ვიდრე იმპიჩმენტის პროცედურა აღიძვრებოდა. შესაბამისად იმპიჩმენტის პროცედურის დაკავშირება მის კანდიდატურასთან ცარიელი სპეკულაცია. რაც შეეხება იმას, რომ მისი არჩევა დროში დაემთხვა, ერთადერთი მიზეზი ჰქონდა ამას, გიორგი სოსიაშვილი გორი კასპის დეპუტატად იყო არჩეული. ჩვენ დაგვემატა ერთი წევრი და ამან გახადა შესაძლებელი 90 ხმის მოგროვება. დანარჩენი არის სპეკულაციები.

 

რეკომენდაცია შესრულებულია. რეკომენდაცია იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების 90 ხმით არჩევა და ავირჩიეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი