logo_geo
ილია დარჩიაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
- +

19 ოქტომბერი. 2023. 19:57

2023 წლის 19 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ კონტექსტში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადების მიმართულებით, რომელიც ასევე წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს.

 

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეფასდება და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

 

 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

 

აღინიშნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

 

 

big_banner
არქივი