logo_geo
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებების შესახებ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
- +

19 ოქტომბერი. 2023. 19:58

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

პარლამენტის რეგლამენტში მუდმივად ხდება ცვლილებების შეტანა, რადგან ეს არის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს საქმიანობას არეგულირებს. პარლამენტის მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური და მოქნილი რომ გახდეს, გამოცდილებიდან მიღებულ პრაქტიკას რეგლამენტის მუხლებში ავსახავთ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას.

 

 

მომხსენებლის ინფორმაციით, რეგლამენტში ცვლილებების შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები.

 

 

რაც შეეხება რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, წარმოდგენილი პროექტით, ყველა კენჭისყრა, გარდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისა, ღია წესით ჩატარდება. ცვლილებით ასევე წესრიგდება პარლამენტში წარდგენილი ანგარიშების მოსმენის პროცედურები და საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის პროცედურა განისაზღვრება. პროექტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხებსაც არეგულირებს.

 

 

წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის გაზრდასაც ითვალისწინებს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაძლიერებლად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ემატება როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას, რაც პარლამენტში პოლიტიკური წონის გაზრდისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯია.

 

 

 

big_banner
არქივი