logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: გასულ წელს დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართული იყვნენ გარე და შიდა აქტორები, მიმდინარეობდა უკრაინაში ომის თანმდევ პროცესებზე პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული კამპანიები
- +

19 ოქტომბერი. 2023. 20:04

"უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და მათთან კავშირში მყოფი ლოიალური ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ კოორდინირებულად და კომბინირებულად ხდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, მათ შორის, კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება," - ამის შესახებ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

 

 

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს დეზინფორმაციულ და პროპაგანდისულ კამპანიებში ჩართული იყვნენ როგორც გარე, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები, რომელთა მიზანს კვლავ წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა.

 

 

„ასევე, ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენისას. მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ და ომის თანმდევი ცალკეული პროცესების თაობაზე მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც აქტიურად ავითარებდა საქართველოში არსებული პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ზოგიერთი ჯგუფი. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელების მცდელობებს შემოსულ პირთა შორის თითქოსდა ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისა და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა დაზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესი დღესაც გრძელდება“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი