logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით, 2022 წელს ადგილი ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური, პროვოკაციული ქმედებების დაგეგმვისა და რეალიზების მცდელობებს
- +

19 ოქტომბერი. 2023. 20:06

"გასული წლის განმავლობაში უცხო ქვეყნების სამსახურების დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, მოსახლეობის განწყობები, საუბარია არა მარტო, თუნდაც ძალიან მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურზე“, – ამის შესახებ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

 

 

2022 წელს შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, კონტრდაზვერვითი საქმიანობა ძირითადად მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მისი შედეგების განეიტრალებისკენ. მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, გაზრდილი საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, მაქსიმალურ კონტროლზე იყო აყვანილი უსაფრთხოების ყველა მიმართულება, გააქტიურებული იქნა კოორდინირებული მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან. სამსახური 24-საათიან რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესების შესახებ, რომლებიც რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას. საანგარიშო წლის განმავლობაში, ქვეყანაში შენარჩუნებული იქნა უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რადგან უსაფრთხოების საკითხზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება იყო დროული და ემყარებოდა ფაქტობრივ გარემოებებს, რაციონალურ პოლიტიკას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით, 2022 წელს ადგილი ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური, პროვოკაციული ქმედებების დაგეგმვისა და რეალიზების მცდელობებს.

 

 

„საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისა და საზოგადოების პოლარიზების მიზნით, 2022 წელს კვლავ აქტიურად გამოიყენებოდა დესტრუქციულად განწყობილ აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე პოლიტიკური კურსის სუბიექტები და ცალკეული ჯგუფები. ამასთან, ადგილი ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური, პროვოკაციული ქმედებების დაგეგმვისა და რეალიზების მცდელობებს, როგორც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეშე. რიგ შემთხვევებში აღნიშნული ემსახურებოდა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან და დესტრუქციული დღის წესრიგის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას. აღნიშნული საფრთხეებისა და კანონსაწინააღმდეგო აქტივობების საპასუხოდ, საანგარიშო წელს, სუს-მა გაატარა ეფექტიანი, კომპლექსური, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები და მოახდინა არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების პრევენცია და აღკვეთა. 2022 წელს მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე. კონტრდაზვერვითი მიმართულებით 17, უსაფრთხოების დეპარტამენტის მიმართულებით სამ საქმეზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი