logo_geo
დავით ზალკალიანმა, ჯინ შაჰინისა და პიტ რიკეტსის მიწვევით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
- +

19 ოქტომბერი. 2023. 23:19

ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და პიტ რიკეტსის მიწვევით აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წევრ სენატორებთან შეხვედრაში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ელჩებთან.

 

 

სენატორებთან გამართული საუბრისას ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში შექმნილ გარემოსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უსაფრთხოებისა და რეგიონთან თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით უკვე გადადგმულ და სამომავლო ნაბიჯებზე.

 

 

ელჩმა სენატორებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონში აშშ-ის ჩართულობის გაზრდასა და ქვეყნებს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, მათ შორის, საქართველოსა და რეგიონში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.

 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი, თანა-თავმჯდომარე პიტ რიკეტსი და სენატორი კრის ვან ჰოლენი. შეხვედრაში, საქართველოსთან ერთად, ასევე, მონაწილეობდნენ აშშ-ში ბულგარეთის, თურქეთის, მოლდოვას, რუმინეთისა და უკრაინის ელჩები.

 

 

big_banner
არქივი