logo_geo
არჩილ თალაკვაძე: წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, დამიჯერეთ, ამ ქვეყანაში შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა
- +

20 ოქტომბერი. 2023. 00:02

"წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, დამიჯერეთ, რომ ამ ქვეყანაში შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა, არათუ ვიმსჯელებდით სალდოებზე," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

 

„თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული საქმიანი წინადადებები ჩვენს პარტნიორებთან. რამდენიმე ქვეყანასთან ეს თემა უკვე გასწორებულია, იგივე რეადმისიის მიმართულებაც, თავშესაფრის განხილვის საკითხიც და საპოლიციო თანამშრომლობაც. შეიძლება იგივე მოდელი გადავიღოთ სხვა ქვეყნებთანაც, ეს მათზეც არის დამოკიდებული. რაც შეეხება მიგრაციის ნაკადებს, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირმა მისცა ვიზალიბერალიზაცია, ყველა ქვეყანას თავიდან მაინც და ზოგიერთს - ახლაც, აქვს მიგრაციის მაღალი სალდო. ჩვენზე განვითარებული ქვეყნებიდან ხალხი დღესაც მიისწრაფვის ევროპის უფრო განვითარებული ქვეყნებისკენ. ეს კარგად იციან იმ ხალხმაც, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს ამის გამო. „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყანა დატოვა ადამიანების რეკორდულმა რაოდენობამ წელიწადში. ერთადერთი დადებითი სალდო, როცა უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა, არის „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასული და ემიგრაციაში მყოფი თითოეული ქართველი დაბრუნდეს“, - აცხადებს თალაკვაძე.

 

 

big_banner
არქივი