ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურთან ე.წ. აგურის ქარხნის დასახლების მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მინდორში, დაახლოებით სამ ჰექტარზე ეკალბარდს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
“ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაშავებული არავინაა.” -აცხადებენ უწყებაში.