ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება - ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა ამის შესახებ ინფორმაციას გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღმოიფხვრება .
„ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 14 ივლისს, გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე.
პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10`258`000.00 ლარს .
ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება .“- წერს გოგი მეშველიანი.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისში სასმელი წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება.
აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი , რომელმაც 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხზე კითხვა დაუსვა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მთავრობის მეთაურს სთხოვა, საკითხის მოგვარებაში პირადად ჩართულიყო.