ხანძარი ქობულეთში - TV25-ის ცნობით, ცეცხლი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელში გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი გაანადგურა. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია.