საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9582 ლარი ეღირება, ევრო – 3.2960 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8303 ლარი.
დღეს, 1 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 2.9597 ლარი ღირს, ევრო – 3.3045 ლარი, ფუნტი – 3.8331 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 2 ნოემბერს შევა ძალაში.