Amazon-მა Apple-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ძირადღირებული ბრენდი გახდა. Brand Finance Global 500-ის რეიტინგის თანახმად, გასულ წელს ჯეფ ბეზოსის კომპანიამ თავისი ღირებულების 51 მილიარდი დოლარი დაკარგა და ახლა 299,3 მილიარდად არის შეფასებული.
Apple-ის ბრენდის ღირებულება 16%-ით დაეცა და 297,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მესამე ადგილზეა Google (281,4 მილიარდი დოლარი), მეოთხეზე Microsoft (191,6 მილიარდი დოლარი), მეხუთეზე კი Walmart-ი (113,8 მილიარდი დოლარი).