logo_geo
კრიშტიანო რონალდო ისტორიაში უმაღლესი დივიზიონების საუკეთესო ბომბარდირი გახდა
- +

25 ნოემბერი. 2023. 19:20

 

 

კრიშტიანო რონალდო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევის ავტორი გახდა. ახლა ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა უმაღლეს დივიზიონებში გატანილი გოლების რაოდენობით.

 

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში რონალდოს „ალ-ნასრმა“ 3:0 დაამარცხა ალ-ახდუდი. პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა.

 

ამ ორი გოლის შემდეგ რონალდოს პრემიერლიგაში, ლა ლიგაში, სერია A-ში, პორტუგალიის ჩემპიონატსა და საუდის არაბეთის პროფესიულ ლიგაში, ჯამში, 527 გოლი დაუგროვდა. მან გაუსწრო წინა რეკორდსმენს, ავსტრიელ იოზეფ ბიცანს, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში 526 გოლი გაიტანა.

 

მარტო „ალ-ნასრში“ კრიშტიანომ 37 მატჩში 32 გოლი გაიტანა და ეს 11 თვეში მოასწრო.

 

 

big_banner
არქივი