logo_geo
2025 წელს ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
- +

25 ნოემბერი. 2023. 20:16

 

 

ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თბილისი ფარიკაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

 

თბილისს ხმა კენჭისყრაში მონაწილე FIE-ის 134 დელეგატიდან 120-მა მისცა.

 

ცნობისთვის, წინა მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში 2023 წელს მილანში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მისი მფლობელი სანდრო ბაზაძე გახდა.

 

 

big_banner
არქივი