logo_geo
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
- +

27 ნოემბერი. 2023. 23:55

დღეს შვეიცარიაში, მიესის მუნიციპალიტეტში FIBA-ს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისწყრა გაიმართა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები გამოვლინდა.

 

 

წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ლატვიის და ფილიპინების წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

 

 

ამავე ქვეყნის B ჯგუფში ითამაშებენ ბრაზილიის, მონტენეგროს და კამერუნის ნაკრებები. 3-გუნდიანი ჯგუფებიდან მომდევნო ეტაპის საგზურს 2 საუკეთესო ქვეყანა მოიპოვებს. A ჯგუფის პირველადგილოსანი ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, B ჯგუფის გამარჯვებული კი A ჯგუფში საუკეთესოს შეხვდება, ნახევარფინალში გამარჯვებულები კი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან და ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებენ.

 

 

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-7 ივლისს გაიმართება და იმ 4 გუნდის ვინაობას გამოავლენს, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას. პარიზი 2024 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და წარმატების შემთხვევაში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მასში მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს.

big_banner
არქივი