logo_geo
ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართება
- +

2 დეკემბერი. 2023. 19:22

 

 

ევრო 2024-ის ფინალური ტურნირის წილისყრას დღეს, 2 დეკემბერს ჰამბურგში გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მას პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავთ.

 

შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდა ფინალური ეტაპის 21 მონაწილე. დანარჩენი სამი ფინალისტი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა – ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება, ფინალები – 26 მარტს.

 

მანამდე კი ცნობილია წილისყრის წინ კალათების შემადგენლობები:

 

I კალათა: გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი.

 

II კალათა: უნგრეთი, თურქეთი, დანია, ალბანეთი, რუმინეთი, ავსტრია.

 

III კალათა: ნიდერლანდები, შოტლანდია, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი.

 

IV კალათა: იტალია, სერბეთი, შვეიცარია, პლეი ოფი (A ლიგა), პლეი ოფი (B ლიგა), პლეი ოფი (C ლიგა).

 

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი