logo_geo
გიორგი არაბიძე: უცხოეთიდან შემოთავაზებები არის, მაგრამ „ტორპედოსთან“ კონტრაქტი მაკავშირებს
- +

5 დეკემბერი. 2023. 10:14

 

 

გიორგი არაბიძე ქუთაისის „ტორპედოს“ მადლობას უხდის ყველაფრისთვის, რაც კლუბმა მისი კარიერისთვის გააკეთა“, – ამის შესახებ ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იყო როგორც ჩემთვის, ასევე „ტორპედოსთვის“. მადლობა გულშემატკივარს, ვისაც ჩემი და გუნდის სჯეროდა; ეროვნულ ლიგას, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ საუკეთესოდ დასახელებაში მონაწილეობდა.

 

ეს პრიზი ეკუთვნის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობასა და თანაგუნდელებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში მეხმარებოდნენ – მარტო ვერაფერს გავაკეთებდი.

 

უცხოეთიდან შემოთავაზებები არის, მაგრამ ჯერჯერობით ქუთაისის „ტორპედოში“ ვარ და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ამ გუნდის მადლიერი ვარ, რადგან მენდო და თავის გამოჩენის შანსი მომცა. ჯერ გარკვეული არაფერია, ამ დროისთვის „ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ“, – ამბობს გიორგი არაბიძე.

 

შეგახსენებთ, რომ არაბიძე საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2023 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. გარდა ამისა, ის საუკეთესო მოთამაშეთა ნომინაციაში სამეულში მოხვდა და სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი