logo_geo
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა
- +

7 დეკემბერი. 2023. 11:52

 

 

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალში თბილისის გუნდმა „დინამო ბათუმი“ 1:0 დაამარცხა და ეს ტურნირი ბოლო სამ წელიწადში მეორედ მოიგო.

 

გამარჯვების ბურთი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. ბათუმელები ერთ ეპიზოდში ცოტნე ფაცაციას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

 

მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე გულშემატკივრების შეჭრის გამო ვითარება დაიძაბა, თუმცა სამართალდამცველთა ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა.

 

თასის მოგებით „საბურთალომ“ უეფას კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. ამ გუნდის გარდა, ზაფხულში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე „დინამო ბათუმი“, „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“ გამოვლენ.

 

 

 

big_banner
არქივი