logo_geo
დღეს „შავი ლომი“ ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ „ჩელენჯ თასზე“ სადებიუტო შეხვედრას გამართავს
- +

9 დეკემბერი. 2023. 10:25

დღეს „შავი ლომი“ ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საკლუბო ტურნირზე, „ჩელენჯ თასზე“ სადებიუტო შეხვედრას გამართავს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

 

 

„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა „ჩელენჯ თასის“ სადებიუტო შეხვედრისთვის 23 მოთამაშე შეარჩია.

 

 

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

 

 

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

 

 

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

big_banner
არქივი