logo_geo
ლუის სუარესი: ენდრიკის სახით, „რეალმა“ მრავალი წლით ახალი ვარსკვლავი მიიღო
- +

9 დეკემბერი. 2023. 20:50

 

 

ბრაზილიური „გრემიოს“ ფორვარდს, ლუის სუარესს მიაჩნია, რომ ენდრიკი მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია.

 

„პალმეირასისა“ და ბრაზილიის ნაკრების 17 წლის ფორვარდი „რეალის“ მომავალი ფეხბურთელია – ის მადრიდულ კლუბში 2024 წლის ზაფხულში გადავა.

 

რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ენდრიკიბარსელონაშიგადასულიყო, მაგრამ ის აკეთებს არჩევანს და ტკბება ფეხბურთით.

 

ის ვარსკვლავია. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და პირველ ნაბიჯებს დგამს. ვფიქრობ, მისი მიღწევები წელს დაუჯერებელია. ბრაზილიის ნაკრებმა დარეალმამრავალი წლით მიიღეს ახალი ვარსკვლავი“, – მოჰყავს გაზეთ AS-ს სუარესის სიტყვები.

 

 

big_banner
არქივი