logo_geo
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად - გორში ჩატარებული „შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი - ჩემპიონთა ლიგა“ დაასახელა
- +

10 დეკემბერი. 2023. 00:44

 

 

ევროპის ძიუდოს კავშირმა 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად - გორში ჩატარებული ,,შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი - ჩემპიონთა ლიგა" დაასახელა.

 

ტურნირის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გორის მუნიციპალიტეტის მერს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ბელგრადში - ევროპის ძიუდოს კავშირის დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა.

 

გორის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, გორის სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონთა ლიგას, რომელიც ევროპის კავშირმა საუკეთესოდ აღიარა - მაშინვე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ახლა კი ის ძიუდოს კავშირმა ოფიციალურად საუკეთესოდ დაასახელა.

 

 

big_banner
არქივი