logo_geo
„ნაპოლის“ მწვრთნელი: ვფიქრობ, „ბრაგასთან“ ჩვენმა გეგმამ იმუშავა
- +

13 დეკემბერი. 2023. 10:36

 

 

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგას“ 2:0 გამარჯვებისა და გუნდის მერვედფინალში გასვლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.

 

„ვცდილობდით, სათამაშო რგოლების შორის სივრცე არ დაგვეტოვებინა. ვფიქრობ, ჩვენმა გეგმა იმუშავა. ძნელი იყო „ბრაგას“ ძალიან მწვავე კონტრშეტევების თავიდან აცილება და ნაწილობრივ ამას თავი გავართვით.

 

ეს პირველი საშინაო გამარჯვებაა დიდი პაუზის შემდეგ. პროგრესის გაგრძელებას სერია A-ში, „კალიარისთან“ მატჩის დროსაც ველი. ახლა ყურადღებას სწორედ სარდინიელებთან მატჩზე გავამახვილებთ, რადგან ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობა გამოსასწორებელია.

 

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი რისკია, მოდუნდე ისეთ მეტოქესთან, რომელიც ერთი შეხედვით შენზე ძლიერი არაა“, – განაცხადა ვალტერ მაძარიმ.

 

 

big_banner
არქივი