logo_geo
გოლი საგოლე პასის შემდეგ - ლევან შენგელიამ ლიდერ „პანათინაიკოსს“ გაუტანა
- +

8 იანვარი. 2024. 00:19

 

 

საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიამ შესანიშნავი გოლი გაუტანა ბერძნული ფეხბურთის გრანდსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერ „პანათინაიკოსს“, მაგრამ აგრინიონის „პანეტოლიკოსმა“ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და 1:2 დამარცხდა.

 

ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ქართველმა შემტევმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა – წინა ტურში „პანსერაიკოსთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა, ახლა კი 90+2-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა.

 

საბერძნეთის სუპერლიგის მე-17 ტურის მატჩი ქართველის გუნდმა ათენში გასვლაზე ჩაატარა. „პანათინაიკოსი“ სლოვენიელმა თავდამსხმელმა, ანდრაზ სპორარმა 51-ე წუთზე დააწინაურა, მანვე 89-ე წუთზე დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

 

17 ტურის შემდეგ „პანეტოლიკოსმა“ 14 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა.

 

 

big_banner
არქივი