logo_geo
დე ლაურენტისმა დაადასტურა - ოსიმენი „ნაპოლიდან“ მიდის, მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნა კი გამორიცხულია
- +

27 იანვარი. 2024. 12:18

 

 

მილანში სერია A-ს კლუბების შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რამდენიმე სატრანსფერო ამბავი გაასაჯაროა და დაადასტურა, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდს დატოვებს.

 

„ვიქტორ ოსიმენის გადაწყვეტილების შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო. მიუხედავად დეკემბერში მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებისა, დარწმუნებული ვარ, რომ ვიქტორი მადრიდის „რეალში“, პსჟ-ში ან ინგლისის პრემიერლიგაში გადავა.

 

პიოტრ ზელინსკის თუ „ნაპოლიში“ დარჩენა სურს, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. დაარწმუნეს, რომ უკეთეს პირობებს შესთავაზებდნენ, მაგრამ ის ჩვენთან ბევრად მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე „ინტერი“ სთავაზობს.

 

რაც შეეხება „ნაპოლიში“ ჟოზე მოურინიოს დანიშვნაზე გავრცელებულ ჭორებს – შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჟოზეს მომავალი კლუბი „ნაპოლი“ ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა.

 

 

big_banner
არქივი