logo_geo
„უოტფორდი“ - „საუთჰემპტონის“ გამარჯვებული გადათამაშებაში გამოვლინდება
- +

29 იანვარი. 2024. 00:45

 

 

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ასოციაციის თასზე „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და ამ დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

 

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, როგორც ჩანს, „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და მთავარ მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა ამჯერადაც სასტარტო თერთმეტეულში დააყენა, (45-ე წუთზე გააფრთხილეს) და მხოლოდ 86-ე წუთზე შეცვალეს, რაც ჩაკვეტაძის ფიზიკურ ფორმაზე კარგად მეტყველებს.

 

მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ტურნირის (1871-72 სეზონიდან ტარდება) 1/16 ფინალურ დაპირისპირებაში ანგარიში „უოტფორდმა“ მე-5 წუთზე მათეუშ მარტინშის გოლით გახსნა. თავის გამოჩენის შანსი ჩაკვეტაძესაც ჰქონდა, მაგრამ დარტყმული ბურთი მეკარემ ნახტომში მოიგერია.

 

„უოტფორდი“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ 89-ე წუთზე „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველმა სტიუარტ არმსტრონგმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

 

ინგლისის ასოციაციის თასის დებულების მიხედვით, ფრის შემთხვევაში, გადათამაშება გაიმართება. ამიტომ გუნდები ერთმანეთს მეორედ 5 თებერვალს დაუპირისპირდებიან და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი „ლივერპული“ – „ნორვიჩ სიტის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

 

 

big_banner
არქივი