logo_geo
ორი ქართველი მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატის იანვრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
- +

2 თებერვალი. 2024. 14:20

 

 

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის (TOP 14) იანვრის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა – „სტად ფრანსეში“ მოთამაშე სერგო აბრამიშვილი და ლიონელი დავით ნინიაშვილი.

 

იანვარში აბრამიშვილმა და ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში ორ-ორი მატჩი ჩაატარეს. აბრამიშვილმა „ბორდოსთან“ შეხვედრაში ლელო დადო და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

 

ნინიაშვილს კი გამორჩეული შეხვედრა „პერპინიანთან“ ჰქონდა. „ლიონმა“ სამი ლელო დადო და 36:24 გაიმარჯვა, ქართველმა მორაგბემ სამივე ლელოში მიიღო მონაწილეობა – პირველ ორ შემთხვევაში ბოტამ და ალენმა ლელოები უშუალოდ ნინიაშვილის პასების შემდეგ დადეს, მესამე ლელოს დროს კი ფიჯელმა ლეგიონერმა, სემი რადრადრამ ხაზი დავითის შორეული პასის შემდეგ გაჭრა და ლელო თანაგუნდელ კუიუს დაადებინა.

 

 

 

big_banner
არქივი