logo_geo
ტოჩინოშინმა სპორტული კარიერა დაასრულა
- +

4 თებერვალი. 2024. 14:33

 

 

ტოჩინოშინმა სპორტული კარიერა დაასრულა. დღეს „დანპაცუშიკი“, ანუ კარიერის დასრულების თმის მოჭრის ცერემონია ჩატარდა.

 

ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ქართველი სუმოისტია, რომელმაც 2018 წლის იმპერატორის თასი მოიპოვა. ის კასუგანოს ჰეიას (სკოლის) წარმომადგენელია.

 

ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა, 2008 წლის მაისში კი მან მიაღწია მაკუუჩი დივიზიონს (პროფესიონალური სუმოს ექვსი დივიზიონიდან უმაღლესი) წამყვან პოზიციებს. მუხლის ტრავმის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტოჩინოშინი სუმოს 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტა (მესამე დივიზიონიდან) დაიწყო. 2018 წელს ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო (იანვრის ტურნირში) 14-1 ბალანსით მოიგო და გახდა საიმპერატორო თასის მფლობელი.

 

 

big_banner
არქივი