logo_geo
ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ გაუტანა
- +

4 თებერვალი. 2024. 20:18

 

 

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა. იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი 88-ე წუთზე გაიტანა. მეტოქის კარი მან წელს პირველად აიღო.

 

შეხვედრა „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. ნეაპოლური გუნდი სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.

big_banner
არქივი