logo_geo
უცხოურ მედიაში ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ
- +

5 თებერვალი. 2024. 01:09

 

 

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „ვერონას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრის მთავარი გმირი ნეაპოლელთა ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომლის გოლითაც „ნაპოლიმ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

 

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გავლენიანი გამოცემები გამოეხმაურნენ.

 

Eurosport – მასპინძლებს გამარჯვება განსაცვიფრებელმა კვარაცხელიამ მოუტანა

 

„ნაპოლიმ“ სერია A-ს აუტსაიდერი „ვერონა“ მატჩის ბოლოს გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა. მასპინძლებს გამარჯვება განსაცვიფრებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოუტანა. დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ქართველმა თავდამსხმელმა შორი მანძილიდან შესანიშნავი დარტყმით და ულამაზესი გოლით აღნიშნა.

 

Reuters – კვარაცხელიას დარტყმით „ნაპოლიმ“ „ვერონას“ მოუგო

 

ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის ბოლოს განსაცვიფრებელი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ „ვერონას“ დამარცხებაში დაეხმარა. 87-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო და ისე ჩანდა, რომ „ვერონა“ ნეაპოლელებს ღირებულ ქულებს დააკარგვინებდა, მაგრამ კვარაცხელიამ შორიდან დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

 

Tuttosport – აპლოდისმენტები კვარაცხელიას

 

„ნაპოლის“ „ვერონასთან“ კვარაცხელიამ მოაგებინა – ქართველმა ვარსკვლავმა 87-ე წუთზე ულამაზესი ბურთი გაიტანა.

 

Lega Serie A – გასაოცარი კვარა

 

„ნაპოლის“ კვარაცხელიას ჯადოქრობა დასჭირდა, რომ „ვერონა“ დაემარცხებინა. 23-ე ტურის მატჩი ნეაპოლელებმა 87-ე წუთზე გატანილი ბურთით მოიგეს – ქართველმა გუნდს გამარჯვება შესანიშნავი დარტყმით მოუტანა.

 

Napoli Club Nigeria – ეს იყო გარდამტეხი მომენტი

 

კვარაცხელიამ, უბრალოდ, ჯადოქრობა ჩაიდინა და „ნაპოლის“ „ვერონასთან“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. ეს იყო თამაშის გარდამტეხი მომენტი.

 

 

big_banner
არქივი