logo_geo
შოთა მიშველიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

13 თებერვალი. 2024. 23:48

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ საქართველოს ნაკრებს მედლები შემატა.

 

 

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 121 / 125 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

big_banner
არქივი