logo_geo
მამარდაშვილის „ვალენსიამ“ თოფურიას ჩემპიონობა მიულოცა
- +

18 თებერვალი. 2024. 23:36

 

 

გიორგი მამარდაშვილის კლუბმა „ვალენსიამ“ ილია თოფურიას ისტორიული გამარჯვება მიულოცა. ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა.

 

„გილოცავთ, მატადორ! დღეს ილია თოფურია UFC-ის პირველი ესპანელი ჩემპიონი გახდა და კვლავ დაუმარცხებელია“, – წერს ესპანური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება მადრიდის „რეალმაც“ გაავრცელა. ეს ორთაბრძოლა კი ილია თოფურიასთვის MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო.

 

 

big_banner
არქივი