logo_geo
რაგბის ლეგიონი | თორნიკე ჯალაღონიამ საფრანგეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა
- +

24 თებერვალი. 2024. 15:37

 

 

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით პირველ დივიზიონში (PRO D2) 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქართველმა მორგაბეებმა ლელოებით ამჯერადაც გამოიჩინეს თავი.

 

„ბრივმა“ საკუთარ მოედანზე „ვალანს რომანი“ 29:3 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო ვახტანგ აბდალაძე, რომელმაც მატჩის ბოლო წუთზე ლელოს დადება მოახერხა. აბდალაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე ლელოა.

 

„ბრივი“ 21 ტურის შემდეგ 51 ქულით მეშვიდე ადგილზეა და TOP 14-ში გადასვლისთვის იბრძვის. „ვალანს რომანი“ კი 39 ქულით მე-12 ადგილზეა და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს.

 

„ბიარიცის“ შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი ჰქონდა თორნიკე ჯალაღონიას. ქართველმა მესამეხაზელმა „კოლომიესთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ორი ლელო დადო, მაგრამ მისი გუნდი 14:51 დამარცხდა.

 

ჯალაღონიასთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე ლელოა, „ბიარიცი“ კი 35 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და PRO D2-ში დარჩენისთვის იბრძვის.

 

 

big_banner
არქივი