logo_geo
კრიშტიანო რონალდო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
- +

29 თებერვალი. 2024. 10:50

 

 

საუდის არაბეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა მინიმალური სასჯელი გამოუტანა „ალ-ნასრის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც უხამსი ჟესტი უჩვენა „ალ-შაბაბის“ გულშემატკივრებს.

 

ინციდენტი ჩემპიონატის მატჩის დროს მოხდა. ფანები ლიონელ მესის გვარს სკანდირებდნენ, რასაც მოჰყვა პორტუგალიელის გაღიზიანება და მისი მხრიდან არასპორტული საქციელი.

 

როგოც გაზეთი „ეკიპი“ წერს, რონალდო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ის საუდის არაბეთის ლიგის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.

 

 

big_banner
არქივი