logo_geo
კახა კალაძე „ლგენდების მატჩზე“: დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი შეხვედრა სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. დაცვაში მომიწევს თამაში
- +

6 მარტი. 2024. 21:20

 

დაცვაში მომიწევს თამაში. როგორ შეიძლება ვთქვა, რომ წინ [თავდამსხმელად] მინდა თამაში, როდესაც შოთა არველაძე გყავს გუნდში და რომელიც ჯანმრთელად არის,” - ამის შესახებ ყოფილმა ფეხბურთელმა, თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ლეგენდების მატჩის“ შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბათუმში განაცხადა.

 

 

ქართული ფეხბურთისთვის ასეთი თამაშები მნიშვნელოვანია. ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი შეხვედრა სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. დაცვაში მომიწევს თამაში. როგორ შეიძლება ვთქვა, რომ წინ [თავდამსხმელად] მინდა თამაში, როდესაც შოთა არველაძე გყავს გუნდში და რომელიც ჯანმრთელად არის. ხვალ ჩამოფრინდება“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

7 მარტს, ბათუმში ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

 

 

საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.

big_banner
არქივი