logo_geo
გიორგი მიქაუტაძემ „კლერმონს“ გაუტანა
- +

10 მარტი. 2024. 19:58

გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი. ამჯერად საქართველოს ნაკრების ფორვარდმა „კლერმონის“ კარი აიღო.

 

 

„მეცი“ ამ გუნდს საფრანგეთის „ლიგა 1“-ის 25-ე ტურში დაუპირისპირდა. მიქაუტაძემ 33-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. „კლერმონმა“ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და „მეცმა“ 1-0 გაიმარჯვა.

 

 

მიქაუტაძის გუნდი 23 ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.

big_banner
არქივი