logo_geo
ვილი სანიოლი: მასპინძლები ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებისთვის ვითამაშებთ
- +

13 მარტი. 2024. 13:23

 

 

ფავორიტის სტატუსს ლუქსემბურგთან მატჩში მნიშვნელობა არ ექნება. მთავარი ის ფაქტია, რომ მასპინძლები ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის ვითამაშებთ“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ლუქსემბურგის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ჯაბა კანკავა ნაკრებში დაბრუნდა

 

ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, განაცხადში ვერ მოხვდნენ და ასევე, აქცენტი გააკეთა ნაკრებში ჯაბა კანკავას დაბრუნებაზე.

 

„ახლა, ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული მომენტია. დიახ, დავაბრუნეთ ჯაბა კანკავა. რატომ? ეს ჩემი სურვილი იყო. ამაზე ბევრი ვიფიქრე. თავის დროზე მისი სურვილი იყო სანაკრებო კარიერის დასრულება. თუმცა, დიდი სურვილი გვქონდა, ამ მნიშვნელოვან მატჩებამდე მოგვეწვია და თავად ჯაბაც მოხარული იყო, რომ ნაკრებს თუნდაც ერთი წუთით დაეხმარებოდა.

 

ლუქსემბურგთან ვინ იქნება ფავორიტი? ეს არაა მთავარი – მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ მოედანზე უნდა მოვიგოთ. სამწუხაროდ, ხვიჩა დაგვაკლდება, მაგრამ მიზანს მის გარეშეც უნდა მივაღწიოთ.

 

რატომ არ არის სიაში აზაროვი? ამაზე დიდხანს ვიფიქრე, რთული გადაწყვეტილება იყო. მე არ ვიყავი კმაყოფილი ნაკრებში მისი რამდენიმე თამაშით, განსაკუთრებით შოტლანდიასთან და გადავწყვიტე, ამ ეტაპზე აღარ მომეწვია. ამ პოზიციაზე ჩემი აზრით ახლა გიორგი წიტაიშვილი და ლევან შენგელია უკეთ გამოიყურებიან.

 

საბა ლობჟანიძეც არ არის. მასთან მუშაობა სასიამოვნოა. თუმცა, მან გადაწყვიტა ამერიკაში თამაში. კვირას კი მძიმე მატჩი ელის და ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ მატჩისთვის მზად არ იქნებოდა. გადავწყვიტეთ, არ მოგვეწვია“, – ამბობს ვილი სანიოლი.

 

შეგახსენებთ, საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.

 

 

big_banner
არქივი