logo_geo
ბასილაშვილი ნახევარფინალში ითამაშებს
- +

15 მარტი. 2024. 21:50

 

 

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთში ლეს ფრანკესეს დელ ვალესის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გავიდა. ბასილაშვილმა, რომელიც შეჯიბრში "უაილდ ქარდით" ჩაერთო, მეოთხედფინალში ლუქსემბურგელი ალექს კნაფი 6:0, 6:1 გაანადგურა.

 

მეტოქე ტურნირზე მე-3 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, ნიკამ მას მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო (ლუქსემბურგელის მოწოდება 5-ჯერ მოიგო) და გამარჯვებას გასაფორმებლად ერთი საათიც კი არ დასჭირვებია.

 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ესპანური ტურნირის სასტარტო რაუნდში მე-7 ნომრად განთესილი ფრანგი ენცო ვალარი 6:3, 6:3 დაამარცხა, მერვედფინალში კი ასევე "უაილდ ქარდის" მქონე ესპანელ სერხიო კალეხონ ერნანდოს 6:4, 6:2 სძლია.

 

უკვე ცნობილია, რომ ხვალ ქართველი ჩოგბურთელი ფინალის საგზურისთვის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ გილ ჰუსის გაეჯიბრება, რომელსაც მე-2 განთესვა აქვს. ის მსოფლიოს 392-ე ჩოგანია.

 

ბასილაშვილი 2019 წელს მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო, ახლა კი, ATP-ს კლასიფიკაციაში მხოლოდ 918-ე (!) ადგილზეა და დიდი ბრძოლა მოუწევს, რათა თუნდაც ჩელენჯერებზე რეგულარულად თამაშის უფლება მიიღოს.

 

 

big_banner
არქივი