logo_geo
ილია თოფურია: ამ სიყვარულით, რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ
- +

18 მარტი. 2024. 23:46

 

 

„ამ სიყვარულით, რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ", - ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან განაცხადა.

 

მან აეროპორტში შეკრებილ გულშემატკივრებს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მოვიდა. აქ უძლიერესი ენერგიაა და მადლობის მეტი არანაირი სიტყვა არ მაფიქრდება ამ მომენტში“, - აღნიშნა თოფურიამ.

 

UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოშია. ის სამშობლოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა.

 

 

big_banner
არქივი