logo_geo
ილია თოფურია: უდიდესი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ინვესტიციას ახორციელებენ ჯანსაღ ცხოვრებაში
- +

20 მარტი. 2024. 17:41

 

 

„უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დრო დამითმო, რომ დღეს მოსულიყო აქ ჩემ სანახავად, მხარდასაჭერად", - ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ილია თოფურიამ, მადლობა გადაუხადა მის გულშემატკივრებს.

 

„უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, რუსთავის მერიას, რომ ყოველთვის ინვესტიციას ახორციელებენ ჯანსაღ ცხოვრებაში, მომავალი თაობის განვითარებაში. კიდევ ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინ 7 საათზე ადგა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა ჩემთვის, ექომაგა. არაფერი მაქვს იმის გარდა სათქმელი, რომ უდიდესი მადლობა ყველას“, - განაცხადა ილია თოფურიამ.

 

 

big_banner
არქივი