logo_geo
ილია თოფურია: მაღაზიაში სალაროსთან და კვირაობით დაცვაში ვმუშაობდი
- +

24 მარტი. 2024. 21:12

პლაჟზე ვმუშაობდი. შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით, მერე ღამე ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში ვმუშაობდი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომეგროვებინა თანხა, იმისთვის რომ საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება შეჯიბრებზე წავსულიყავი. მაგიტომ ვამბობ, რომ ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც",- ამის შესახებ ილია თოფურიამ "იმედის კვირასთან" განაცხადა.

 

მისი თქმით, ბევრს ეღიმებოდა, როცა ის საკუთარ ოცნებას აჟღერებდა.

 

"12 წლის წინ, როცა ხალხს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ჩემი ოცნება იყო UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი, ბევრს ვერ ეცინებოდა, მაგრამ ეღიმებოდა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ღმერთმა გაუნათა გონება და მისცა ეს შეხედულება და არავის სხვას“, - განაცხადა თოფურიამ "იმედის კვირასთან".

big_banner
არქივი