logo_geo
ნონა გაფრინდაშვილი საქართველო-საბერძნეთის მატჩზე: მთელი საქართველო გამარჯვების მოლოდინშია
- +

25 მარტი. 2024. 01:18

"დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. დღეს ისეთი თამაშები მიდის, რომ წინასწარ 100%-იანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო არის გამარჯვების მოლოდინში", - ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშზე საუბრისას განაცხადა.

 

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ლუქსემბურგთან მიღწეული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მე ამ ახალგაზრდებში ვხედავ ძალიან კარგ ძალას და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრ წარმატებას მოუტანენ მომავალში“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

 

მისივე თქმით, ჩვენს ფეხბურთელებს წინ სერიოზული ბრძოლა ელის, რადგან საბერძნეთის ნაკრები სერიოზული გუნდია სერიოზული ტრადიციებით.

 

„მაგრამ ჩვენი გუნდი უკვე იმ დონეზეა, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლია თამაში“, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

 

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის ფინალში 26 მარტს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. 

big_banner
არქივი