logo_geo
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას
- +

27 მარტი. 2024. 00:33

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს, ამის შესახებ  განცხადება საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

„ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!“, - წერია განცხადებაში.

 

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

big_banner
არქივი