logo_geo
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია!
- +

27 მარტი. 2024. 20:30

"ყველას შეუძლია წარმატების მიღწევა თუ ამისთვის ყველაფერს გააკეთებ", - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ამის პატარა მაგალითია ბუდუ ზუვზივაძე, რომელსაც შოკოლადი ყველაზე ძალიან უყვარს, მაგრამ 5 თვეა არ უჭამია, იმიტომ რომ იცოდა, რა მნიშვნელობის იყო ეს თამაში“, - განაცხადა იაშვილმა.

 

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

big_banner
არქივი