logo_geo
თემურ ქეცბაია: ფეხბურთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორ შეუძლია შეკრას მთელი ქვეყანა
- +

29 მარტი. 2024. 01:24

"ფეხბურთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორ შეუძლია შეკრას მთელი ქვეყანა, ამიტომ საჭიროა ფეხბურთს დავუდგეთ გვერდში და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს მომავალში", - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში  განაცხადა.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს ამ დაუვიწყარი შედეგისთვის, მწვრთნელებს და პირადად ვილი სანიოლს, რომელმაც ჩვენი ოცნებები რეალობად აქცია და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენ გულშემატკივრებს. ფეხბურთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორ შეუძლია შეკრას მთელი ქვეყანა, ამიტომ საჭიროა ფეხბურთს დავუდგეთ გვერდში და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს მომავალში. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს“, - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

big_banner
არქივი