logo_geo
შოთა ხაბარელი: უნდა დარჩეს თუ არა გეგა გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობაზე, ეს პრეზიდიუმის პრეროგატივაა
- +

25 იანვარი. 2019. 14:32

 

„უნდა დარჩეს თუ არა გეგა გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობაზე, ეს პრეზიდიუმის პრეროგატივაა. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას და მის გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა განაცხადა.

 

ხაბარელის თქმით, არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის.

 

„გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. ახლა მთავარია, სიტუაცია დამშვიდდეს და მოხდეს შერიგება. ზურა დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია. ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენების შერიგება უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი სპორტსმენი არ გვყავს. მითუმეტეს, ასეთი სპორტსმენის საქართველოდან წასვლა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, რადგან ოლიმპიური თამაშები ახლოს არის. ეს მთელი საქართველოს ინტერესი უნდა იყოს“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 

ხაბარელი ასევე აღნიშნავს, რომ საკითხში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სამინისტრო, რადგან პოლიტიკას სამინისტრო განსაზღვრავს.

 

 

 

big_banner
არქივი