logo_geo
„ბარსელონა“ ლიონელ მესის სამუდამო კონტრაქტს გაუფორმებს
- +

5 აპრილი. 2019. 17:29

 

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ  ESPN-ს ინტერვიუში გაუმხილა, რომ არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესისთან სამუდამო კონტრაქტის გაფორმება სურს, იტყობინება ესპანური გამოცემა „მარკა“.

 

სამხრეთამერიკელს კატალონიურ გრანდთან მიმდინარე შეთანხმება 2021 წლის ივნისში ეწურება, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა ამ თარიღს არ დაელოდება და, დიდი ალბათობით, მას გუნდში კარიერის დასრულებამდე დატოვებს.

 

„გვსურს, რომ მას ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდეს და ფეხბურთის თამაშით დიდხანს მიიღოს სიამოვნება. ლიონელ მესი ბარსელონას საზღვრებს გასცდა. მას მთელი მსოფლიო აღმერთებს და ტაშს უკრავს“, – განაცხადა ბარტომეუმ.

 

2005 წლის შემდეგ, როდესაც მესიმ „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა, კლუბმა მასთან კონტრაქტი რვაჯერ გაახანგრძლივა და ბოლოს ეს 2017 წელს მოხდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი